“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 12/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 070.010.000.22.027.008.443
  • Word
406
12/04/2006
სსმ, 50, 12/04/2006
070.010.000.22.027.008.443
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.000.22.027.008.443

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №406

2006 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 4 აგვისტოს №834 ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №81, მუხ. 725) დამტკიცებულ სააღსრულებო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კოორდინაციას უწევს აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოსა და იურიდიული განყოფილების საქმიანობას;“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კოორდინაციას უწევს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოს, სტატისტიკის, ანალიზისა და საფინანსო სამმართველოს, საერთო განყოფილებასა და დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურეების საქმიანობას;“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14.

1. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას.

2. თავისი საქმიანობის განხორციელებისას უფლებამოსილია დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს მისცეს დავალებები და მითითებები.

3. თავისი საქმიანობის განხორციელებისას განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული პირის წინაშე.“.

5. მე-17 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საერთო განყოფილება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი ში-ნაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) იურიდიული განყოფილება.“.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

     „მუხლი 201.

იურიდიული განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმომადგენლობას სასამართლო პროცესებზე;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;

გ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწი-ნებულ სხვა საქმიანობას.“.

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი:

     „მუხლი 202.

საერთო განყოფილება ახორციელებს:

ა) დეპარტამენტში შემოსული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციას;

ბ) დეპარტამენტის თათბირების მომზადებასა და ოქმების გაფორმებას;

გ) სასამართლო აღმასრულებლის მიერ დამთავრებული საქმეების რევიზიასა და შენახვას დადგენილი წესით;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ სამეურნეო საქმიანობას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე