დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390000000.10.003.024919 |
|
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წესში“:
1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ტყეკაფზე მოსაჭრელი ხეტყის მოცულობის დადგენა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს წარმოებს: ა) ძირობრივი აღრიცხვით, ფართობის ან ხეტყის მასის მიხედვით (საორიენტაციო მოცულობა) – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს, ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით; ბ) ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ-ისა და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება ჩამონათალი ან მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით; ძირობრივ აღრიცხვას ასევე ექვემდებარება წითელი ნუსხით დაცული სახეობები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან ტყის მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი; გ) ფართობის მიხედვით − ხეტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით ერთგვაროვან უბნებში, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული (ნაკვეთის) ფართობის არანაკლებ 3%-ს და სანიმუშო ფართობის მონაცემები (მატერიალური სახით) თან უნდა დაერთოს ტყეკაფის პასპორტს, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. სანიმუშო ფართობი მეტნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განთავსებული საპროექტო ტერიტორიის (ნაკვეთის) საზღვრებში; დ) ხეტყის მასის მიხედვით (საორიენტაციო მოცულობა) − ხეტყის საორიენტაციო მოცულობა შესაძლებელია დადგინდეს ტყის იმ უბნებში, სადაც მოსაჭრელი ხეების 75%-ს და მეტ რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ და ნაკლები აქვს, ასევე ბუჩქნარებში, ასევე ტყის იმ უბნებში, სადაც ფერდობის დაქანება 360 და მეტია, საორიენტაციო მარაგი შეიძლება, დადგინდეს ვიზუალური დათვალიერებით. საორიენტაციო მოცულობა ზუსტდება მოჭრილი ხეტყის აზომვით.“. 3. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის სახეობების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ჭრისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება მხოლოდ ხის სახეობებისა და დიამეტრების მიხედვით და მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“. 4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყეკაფის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის ტყეკაფის პასპორტი, რომელიც სამეურნეო, მოვლითი, სანიტარიული, სარეკონსტრუქციო, სპეციალური (ამ წესის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტით, 61-ე მუხლის 21 და 81 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში) და სოციალური დანიშნულების ჭრის დროს გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ (დანართი №11).“. 5. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ტყითსარგებლობის დაწყებამდე, ფართობების მიღება-ჩაბარებამდე პერიოდში. საკომპენსაციო საფასური სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობისათვის გადაიხდება სრულად, ხოლო ხეტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში − გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, საკომპენსაციო საფასურის 90%-ის ოდენობით. მონიშნული მერქნული რესურსის დარჩენილი 10% გადაიხდება ფაქტობრივად დამზადებული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით.“. 6. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №11. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები