დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 30 დეკემბრის №017 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 020 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280060000.73.085.016033 |
|
„საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 30 დეკემბრის №017 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 2025 წლის 7 თებერვლის №61 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
|
„საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 30 დეკემბრის №017 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.73.085.016030) დამტკიცებულ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ, დანართი №1-ის (აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩო) ცხრილი №1-ის (ბენჩმარკ პორტფელები) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:
გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ბენჩმარკ პორტფელი:
კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელების ბენჩმარკ პორტფელების შემოსავლიანობისა და რისკების შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი ინდექსები:
ამ პოლიტიკის მიზნებისთვის, საინვესტიციო ჰორიზონტად განისაზღვრა კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 5 წელი, დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 10 წელი და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელისათვის – 15 წელი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, საინვესტიციო ჰორიზონტი არ მოიაზრება, როგორც საინვესტიციო პორტფელში შემავალი ინდივიდუალური ინვესტიციების მაქსიმალური ხანგრძლივობის ან დაფარვის ვადის ლიმიტი.“. |
მუხლი 2.
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები