დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 20/08/1970 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1970 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების 68-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 12 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კაპიტალური მშენებლობის სანარდო ხელშეკრულებას შემკვეთი უდებს ერთ სამშენებლო ორგანიზაციას, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით ორ ან მეტ სამშენებლო ორგანიზაციას, რომელთაც, როგორც გენერალურ მენარდეებს, უფლება აქვთ საქვენარდო ხელშეკრულებით დაავალონ სამუშაოთა ცალკეული კომპლექსების შესრულება სპეციალიზებულ ორგანიზაციებს (ამ კოდექსის 168-ე და 221-ე მუხლები)“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1970 წლის 20 აგვისტო
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები