საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 21/09/1989
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1989
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
2312
21/09/1989
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1989
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს  სსრ  უმაღლესი  საბჭოს  პრეზიდიუმის  ბრძანებულება
საქართველოს  სსრ  სამოქალაქო  სამართლის  კოდექსში  დამატებათა  შეტანის  შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., N36, მუხ. 662) შემდეგი დამატებანი:

1. 104-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული წესი საცხოვრებელი სახლისა ან მისი ნაწილის ზღვრული ოდენობის შესახებ არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქე დადგენილი წესით შეიძენს პირად საკუთრებაში მის მიერ დაკავებულ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლსა თუ ბინას“.

2. 119-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქე დადგენილი წესით შეიძენს პირად საკუთრებაში მის მიერ დაკავებულ ბინას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლში“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                                 . ჩერქეზია

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                           . კვარაცხელია

თბილისი, 1989 წლის 21 სექტემბერი.

N2312-XI