დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 24/01/1974 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1974 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ბრძანებულება
საქართველოს
სსრ
უმაღლესი
საბჭოს
პრეზიდიუმისა
|
საქართველოს
სსრ
სამოქალაქო
სამართლის
კოდექსში
ცვლილებების
შეტანის
შესახებ
|
„კოლმეურნეობებისა და საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან, აგრეთვე ერთმანეთს შორის ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებათა გადაჭრის წესის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულების და „სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების მე-6 და 42-ე მუხლებში ცვლილებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. დაემატოს მე-6 მუხლს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი: „ვიდრე წარადგენდნენ სარჩელს, რომელიც გამომდინარეობს ორგანიზაციათა შორის ურთიერთობიდან, სავალდებულოა პრეტენზიის წარდგენა. ამ წესიდან გამონაკლისს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა“. 2. 160-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის ხელშეკრულების დადების დროს წარმოიშობა უთანხმოება, რომელიც უნდა გადაჭრას სასამართლომ, არბიტრაჟმა ან სამედიატორო სასამართლომ (ამ კოდექსის 162-ე მუხლი)“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე. თბილისი, 1974 წლის 24 იანვარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები