თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.102507
323-IIმს-XIმპ
20/02/2025
ვებგვერდი, 21/02/2025
120000000.05.001.102507
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. თავდაცვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის  „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

20 თებერვალი 2025 წ.

N323-IIმს-XIმპ