დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017301 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/02/2025 - 13/08/2025)
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 8 აგვისტროს №52 ბრძანება; ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის №73 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან. |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და ანგარიშგება; გ) სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; დ) სამინისტროში, გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობაზე კოორდინაციის გაწევა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში, სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგი და ანგარიშგება; ვ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შეფასება/ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად გამზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევის/ანალიზის უზრუნველყოფა; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; თ) სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ი) სამინისტროს სისტემაში პროექტის მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების მონიტორინგი; ლ) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის სისტემის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს კოდიფიკაციის ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, განვითარება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა; ნ) თავდაცვის ძალების თავდაცვის მდგრადობისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატო) თავსებადობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) რეფორმების კვლევისა და კოორდინაციის სამმართველო: ა.ა) რეფორმების კვლევისა და ანალიზის განყოფილება; ბ) პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველო: ბ.ა) პროექტების მართვის განყოფილება; გ) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველო; დ) ინფრასტრუქტურის მართვისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველო. მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებები 1. რეფორმების კვლევისა და კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მონიტორინგი და კონტროლი; სამოქმედო გეგმებში გაწერილი ღონისძიებების აღსრულების შესახებ სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი და პროგრესის/სტატუსის ანგარიშების მომზადება; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოსა და მართვის ჯგუფის სამდივნოს ფუნქციის შესრულება; სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოქნილობისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მხარდაჭერა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგისა და ანგარიშგების განხორციელება; ე) სამინისტროში მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ვ) მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ზ) თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების შეფასება/ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების/რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; თ) კომპეტენციის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევა/ანალიზი; საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; მიმდინარე/დაგეგმილი რეფორმების მიმოხილვა/ანალიზი; კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; კ) თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან მიღებული ინიციატივების დამუშავება, ანალიზი და შეფასება; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. რეფორმების კვლევისა და ანალიზის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 3. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება და განვითარება; ბ) რისკების მართვის სისტემის სამინისტროში არსებულ ძირითად პროცესებსა და პროექტებში დანერგვა და განვითარება და ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა, მათთვის კონსულტაციის გაწევა და პროცესის კოორდინაცია; გ) რისკების მართვის სისტემის ეფექტურობის ზრდისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირებისთვის, რისკების მართვის სისტემის მონიტორინგი; დ) რისკების მართვაში ჩართულ პირთა ქსელის ჩამოყალიბება და კოორდინაცია; ე) რისკების მართვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რისკების მართვის ექსპერტებთან თანამშრომლობა; ვ) სამინისტროში რისკების მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს პერსონალის მომზადება – გადამზადების შესახებ წინადადებების მომზადება ან/და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება; ზ) რისკების მართვის სფეროში სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და სამინიტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) სამინისტროს სისტემაში პროექტების მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით, ჩარჩო დოკუმენტების შემუშავება, განვითარება და აღნიშნული სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ასევე, სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა და პროცესის კოორდინაცია; ი) სამინისტროს სისტემის პროექტების მართვაში ჩართულ პირთა ქსელის ჩამოყალიბება და მათი კოორდინირებულად მუშაობის ხელშეწყობა; კ) სამინისტროს სისტემაში, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეული პროექტების მიმდინარეობის შეფასება ერთიან სტანდარტებთან მიმართებაში და შესაბამისი რეაგირება; ლ) პროექტების მართვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივ უწყებებთან, უცხოელ პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროექტების მართვის ექსპერტებთან თანამშრომლობა; მ) სამინისტროს სისტემაში პროექტების მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვის კუთხით სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. პროექტების მართვის განყოფილება ახორციელებს ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,თ“-,,მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 5. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) სამინისტროს ნატოსთან თავსებადი სტანდარტიზაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესის მართვა და მისი შემდგომი მონიტორინგი; ბ) სტანდარტიზაციის მართვის სისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; გ) სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საკონსულტაციო და სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი ორგანიზება; დ) სტანდარტიზაციის მართვის სისტემის დანერგვის, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის და მათი განხორციელების მიზნით, შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) სტანდარტიზაციასა და თავსებადობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია; ვ) კოდიფიკაციის მართვის სისტემის განვითარება და აღნიშნული პროცესის კოორდინაცია; ზ) კოდიფიკაციის ერთიანი კატალოგის დანერგვა და მისი გამოყენების ხელშეწყობა; თ) კოდიფიკაციის ცენტრალიზებული მართვის სისტემის დანერგვის მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზება და კოდიფიკაციის სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადების ხელშეწყობა; ი) კოდიფიკაციის მიმართულებით კონცეპტუალური ჩარჩოს შემუშავება; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. ინფრასტრუქტურის მართვისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) სამინისტროს ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის კონცეპტუალური და ორგანიზაციული ჩარჩოს განსაზღვრა; გ) ინფრასტრუქტურის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება; დ) ინფრასტრუქტურის გეგმების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება; ე) ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესის კოორდინაცია; ვ) ლოჯისტიკის ეროვნული პრინციპებისა და პოლიტიკის შემუშავება და ლოჯისტიკის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია; ზ) მდგრადობისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ლოჯისტიკის სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი და შეფასება; თ) სამინისტროს ლოჯისტიკის სისტემაში ჩართული სტრუქტურული ერთეულების ურთიერთქმედებისა და თავსებადობის მონიტორინგი; ი) ლოჯისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი პროგრამებისა და გეგმების შემუშავების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; კ) საერთაშორისო გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით ლოჯისტიკის სისტემის განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 5. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილება 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს დეპარტამენტს; ბ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; გ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ვ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; თ) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ლ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის უფლებამოსილებების შესასრულებლად; მ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ო) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; პ) ახორციელებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილის დავალებებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც სამსახურში მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი. 8. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 9. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე. 10. სამმართველოს/განყოფილების უფროსი სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეებს შორის; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები