საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 291-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 291-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/12/1966
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/12/1966
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
28/12/1966
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/12/1966
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 291-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 291-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების 56-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 9 ნოემბრის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 291-ე მუხლში და ამ მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საცხოვრებელ სადგომს მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების სახლში გასცემს ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სახელმწიფო, კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახლებში საცხოვრებელი სადგომის გაცემა ხდება ადმინისტრაციისა და პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. იმ შემთხვევაში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ, საცხოვრებელი სადგომი გაიცემა ადმინისტრაციისა და პროფესიული კავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივი კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამასთან მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უნდა აცნობონ, რომ საცხოვრებელი სადგომი გაცემულია ჩასასახლებლად. მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოების სახლებში და სახელმწიფო, კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა გაფორმდება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით შესაბამის სახლთმართველობასთან“.

2. ეს ბრძანებულება შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დასამტკიცებლად.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1966 წლის 28 დეკემბერი