„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 24/02/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016370
41
24/02/2025
ვებგვერდი, 26/02/2025
310150000.54.066.016370
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №41

2025 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია აღიაროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ ავიასპეციალისტი დასაქმებულია საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში და მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ საჰაერო ხომალდზე, ან შეასრულებს არაკომერციულ ფრენას.

შენიშვნა: სააგენტო არ აღიარებს იმ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოწმობას, რომელსაც იკაო-ს მიერ დადგენილი აქვს ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების მიმართულებით.“.

ბ) მე-5  და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოწმობის აღიარებით დაინტერესებული პირი (გარდა პლანერის პილოტის მოწმობისა) ან საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმო სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სხ-ის ტიპ(ებ)ი (შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ით), რომელზეც სურს ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება და წარუდგენს სააგენტოს:

ა) ავიასპეციალისტის მოწმობას ან მის ასლს;

ბ) შესაბამისი კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს, რომელიც გაცემულია საქართველოს ეროვნული ან ავიასპეციალისტის მოწმობის გამცემი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) ავიასპეციალისტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლს;

დ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოწმობის აღიარების შემთხვევაში:

დ.ა) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში, აღიარებით დაინტერესებულ საქართველოში რეგისტრირებულ ავიასაწარმოში (მოყვარული პილოტის შემთხვევაში – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში), თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს შემდეგ საგნებში:

დ.ა.ა) საჰაერო სამართალი;

დ.ა.ბ) მეტეოროლოგია (გარდა ბორტინჟინრის მოწმობის მფლობელისა);

დ.ა.გ) საექსპლუატაციო წესები (გარდა მოყვარული პილოტის მოწმობის აღიარებისა);

დ.ბ) კერძო მფლობელობაში არსებული სხ-ის ექსპლუატაციით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში – სხ-ის მფლობელის შუამდგომლობა, სადაც მითითებული იქნება სხ-ის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აღინიშნება ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების ჩანართში;

დ.გ) ამ პუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება:

დ.გ.ა.) ავიაკომპანიის/სხ-ის მფლობელის მიერ მოწვეული პილოტ-ინსტრუქტორის/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (PI/CPI/TRI/TRE) მოწმობის/უფლებამოსილების მფლობელზე, რომელიც ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს ან სამარშრუტო/საკვალიფიკაციო შემოწმებას;

დ.გ.ბ) პილოტის მოწმობის მფლობელზე, რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური გადაფრენის ან საავიაციო ტექნიკის შემოწმების მიზნით.

შენიშვნა: 1. ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევაში, პროცესს  წარმართავს და ზედამხედველობას უწევს ავიასაწარმოში საფრენოსნო ექსპლუატაციაზე და სწავლების უზრუნველყოფასა პასუხისმგებელი პირი.

2. თეორიული გამოცდების მოცულობა, ჩაბარების შესაბამისი პროცედურა და ფორმები უნდა დაადგინოს ავიასაწარმომ, გაწეროს ფშს-ში და შეათანხმოს სააგენტოსთან.

დ.დ.) ოსტატობის შესაბამისი უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების შედეგებს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად:

დ.დ.ა) ოსტატობის, უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმება უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ/აღიარებულ სდ-ში/საწაფზე, ხოლო საწაფის არარსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდზე;

დ.დ.ბ) ოსტატობის, უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმება უნდა ჩატარდეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (CPI, SFE, TRE,FE) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირი არის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სდ-ის წარმომადგენელი/თანამშრომელი და სდ-ის ფარგლებში ატარებს შემოწმებას;

დ.ე) ამ წესის №19 დანართის შესაბამისად შევსებულ ფორმას და საფრენოსნო წიგნაკს, რომლითაც დასტურდება სათანადო გამოცდილება;

დ.ვ) არაკომერციული ფრენის მიზნით (ტექნიკური გადაფრენა, საავიაციო ტექნიკის შემოწმება, საფრენოსნო პერსონალის საკვალიფიკაციო შემოწმება) მოწმობის აღიარებისას საწაფზე ან სხ-ზე უნარების/საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელი მოქმედი საბუთი;

ე) ბორტგამყოლის მოწმობის აღიარების შემთხვევაში – ბორტგამყოლ-გამომცდელთან წარმატებით გავლილი საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს;

6. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის (გარდა პლანერის პილოტისა და ბორტინჟინრისა) მოწმობის აღიარებისთვის, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარედგინოს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 20 მარტიდან.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი