საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2629
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 07/05/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
2629
07/05/1990
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1990
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 662) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 408-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკომისიო მაღაზიები დებენ მოქალაქეებთან საკომისიო ხელშეკრულებას, რომ საცალო ვაჭრობის წესით გაყიდონ — სახალხო მოხმარებისა და საოჯახო მეურნეობის გამოსაყენებლად ვარგისი როგორც ახალი, ასევე ნახმარი საგნები, რომლებიც არ მოითხოვენ რემონტს ან რესტავრაციას, აკმაყოფილებენ სანიტარიულ მოთხოვნებს; სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები, ანტიკვარული საგნები; საიუველირო ნაკეთობანი, აგრეთვე ძვირფასი ლითონის კორპუსიანი საათები, რომლებიც არ მოითხოვენ რესტავრაციას (მიიღება მხოლოდ სპეციალიზებული საკომისიო მაღაზიების მიერ); რადიოელექტრონული საშუალებანი — პორტატიული მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები, უზონრო რადიოტელეფონები, დამცავი რადიოსიგნალიზაციის მოწყობილობები, სენდრები (ვიდეომაგნიტოფონიდან სატელევიზიო სიგნალის გადამცემი მოწყობილობა) — მოქალაქეთა მიერ სსრ კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტროს ელექტროკავშირგაბმულობის სახელმწიფო ინსპექციის ადგილობრივი ორგანოების ნებართვის წარდგენისას; კოოპერატივების, ინდივიდუალური შრომით დასაქმებული მოქალაქეების, აგრეთვე ტექნიკური შემოქმედების თვითმოქმედი კლუბების, მოყვარულთა გაერთიანებების, ინტერესების მიხედვით კლუბების წევრთა ნაკეთობანი.

სპეციალურად გამოყოფილ საკომისიო მაღაზიებს ნება ეძლევათ შესაბამის ორგანიზაციებთან დადონ ხელშეკრულება, რომ გაყიდონ კონფისკაციაქმნილი, მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოსათვის გადაცემული, უპატრონო ქონება, აგრეთვე სასამართლოთა განაჩენებისა და გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მოქალაქეთათვის ჩამორთმეული ქონება; სახელმწიფო, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან — ნამეტი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც შეიძლება მიეყიდოს მოსახლეობას, იმ საქონლის გარდა, რომლის მიღება აკრძალულია საქონლის საკომისიო ვაჭრობის წესების შესაბამისად“.

2. 411-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკომისიოდ მისაღები ნივთების გასაყიდად ფასს აწესებს კომიტენტი, ცვეთის ხარისხის მიუხედავად. საიუველირო ნაკეთობების, ძვირფასი ლითონისაგან, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმის ფასი განისაზღვრება სახელმწიფო საცალო ფასების, საქონლის ხარისხისა და მომხმარებელთა მოთხოვნილების გათვალისწინებით.

ნივთის ფასი, რომელიც დროზე ვერ გაიყიდა, შეიძლება დაკლებულ იქნეს არასასურსათო საქონლის საკომისიო ვაჭრობის წესების შესაბამისად. ნივთების ყველა გადაფასება ხორციელდება კომიტენტის გამოუძახებლად, რომლის ხელმოწერითაც საკომისიო შეთანხმებაზე (ქვითარზე) დასტურდება ამ პირობებზე მისი თანხმობა“.

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                     გ. გუმბარიძე

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                              ვ. კვარაცხელია

 

თბილისი, 1990 წლის 7 მაისი

№2629