დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 21/02/1975 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1975 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
|
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ
|
„დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა მკურნალობისათვის დახარჯული სახსრების ანაზღაურების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 25 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 472-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი: „სახსრები, რომლებიც დაიხარჯა იმ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობისათვის, რომელნიც დაზარალდნენ განზრახი დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად (იმ შემთხვევების გარდა, როცა დამნაშავე ზიანს მიაყენებს დაზარალებულს იმის გამო, რომ მან გადააჭარბა აუცილებელი თავდაცვის ფარგლებს ან დაზარალებულის არამართლზომიერმა მოქმედებამ უეცრად გამოიწვია დამნაშავის ძლიერი სულიერი მღელვარება) სახელმწიფო შემოსავალში გადახდებათ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან ამ დანაშაულისათვის. აღნიშნული სახსრების ოდენობა გამოიანგარიშება განაკვეთებით, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე
თბილისი, 1975 წლის 21 თებერვალი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები