ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 14/09/1972
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1972
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
0
14/09/1972
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1972
000000000.00(0).00.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„კოლმეურნეობებისა და საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო, კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ საწარმოებთან, ორგანიზაციებს და დაწესებულებებთან, აგრეთვე ერთმანეთს შორის ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებათა გადაჭრის წესის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 162. სოციალისტურ ორგანიზაციათა შორის ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებათა გადაჭრა

უთანხმოებას, წარმოშობილს ისეთი ხელშეკრულების დადებისას, რომელსაც საფუძვლად უდევს ორივე მხარისათვის სავალდებულო გეგმიური დავალება, გადაჭრის სასამართლო, თუ ერთ-ერთი მხარე მაინც კოლმეურნეობა ან საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციაა, და შესაბამისი არბიტრაჟი (სამედიატორო სასამართლო), თუ მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფო, კოოპერაციული (კოლმეურნეობებისა და საკოლმეურნეობათაშოროისო ორგანიზაციების გარდა) და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თუკი კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის წარმოშობილი უთანხმოება ისეთი ხელშეკრულების დადებისას, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ორივე მხარისათვის სავალდებულო გეგმიური დავალება, შეიძლება გადაჭრას, შესაბამისად, სასამართლომ ან არბიტრაჟმა თუ ეს სპეციალურად არის გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით“.

2. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო, საოჯახო შრომისა და საკოლმეურნეო სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავის საქმეები, თუ დავაში ერთი მხარე მაინც მოქალაქე, კოლმეურნეობა ან საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციაა, როცა ასეთი დავის გადაწყვეტა კანონით მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ან სხვა ორგანოების გამგებლობას“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე  გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი  ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1972 წლის 14 სექტემბერი.