დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 27/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310040000.55.067.016201 |
|
„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გემთმფლობელი/გემის კაპიტანი/ლოცმანი ვალდებულია ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობისას, გარე რეიდზე ან დატვირთვა/გადმოტვირთვის ოპერაციების დროს, გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის კაპიტანს, რომელიც თავის მხრივ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოსა და სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს.“. ბ) წესის 65-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. სანავსადგურო ერთეულმა უზრუნველყოს სანავსადგურო ერთეულის ტერიტორიაზე მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალების, გარდა საზღვაო სახაზო სატრანსპორტო საშუალებებზე (ბორანი და სხვა) დასატვირთი ან ჩამოსატვირთი ავტოტრანსპორტისა (მათ შორის, გემბანის ტვირთი), ყვითელი/ნარინჯისფერი ციმციმა სიგნალით აღჭურვა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები