„მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.103.016459
5
28/02/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
210020010.35.103.016459
„მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5 

2025 წლის 28 თებერვალი

დაბა მესტია

„მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებმესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 9210020010.35.103.016259.
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 

1.მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე 200122900, სახაზინო კოდი  300413189, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2.ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია (დანართი №3):

ა) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

ბ) დაწესებულების კატეგორიიდან გამომდინარე, ზომის ერთეული (მ2), სკამი, ლოგინი, დასაქმებული, მოსწავლე და ა.შ.;

გ)  ერთეულის მთლიანი რაოდენობა;

დ)  გადასახდელი თანხა;

ე) დარჩენილი გადასახადი;

ვ) კრედიტი.

3.გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ.

4. წინამდებარე დადგენილება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ამოქმედდეს მომსახურების გაჩენის მომენტიდან.

5. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე და სხვა ნებისმიერი სახის ობიექტებიდან და ასევე დაწესებულებებიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა განისაზღვროს ნარჩენების წარმოქმნის ადგილსა და საბოლოო განთავსების ადგილს შორის მანძილის მიხედვით. ერთი კილომეტრის მანძილზე მომსახურების ღირებულების მინიმალური ზღვარი შეადგენს 1.50 ლარს (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი). აღნიშნული მომსახურების საფასური შესაძლებელია გაიზარდოს მომსახურების სირთულიდან გამომდინარე და ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, სადაც დასუფთავების მომსახურების სერვისი არ მიეწოდება.

6. მოსახლეობაში გადასახადი დაწესდეს ნაგვის კონტეინერიდან არაუმეტეს 100 მეტრის მანძილზე მდებარე კომლებისათვის.

7. სამშენებლო ნარჩენებზე მომსახურების ტარიფი განისაზღვროს გადაზიდული ნარჩენების რაოდენობით დაბის ტერიტორიაზე 1მ3 ნარჩენზე 30 ლარი, განთავსების გადასახადი 1მ3 ნარჩენზე – 10 ლარი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №2-ის  მე-12  გრაფა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12

ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსამრეცხაოები

(სამუშაო ფართის შესაბამისად)

1მ2

1,2

10

2.00

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე