„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016675
7
05/03/2025
ვებგვერდი, 06/03/2025
010250050.35.162.016675
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2025 წლის 5 მარტი

ქ. ახმეტა

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2024, 010250050.35.162.016665) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) ლოგინს მიჯაჭვული, I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები;“.

2. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციისა და ამბულატორიული (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე პირთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა და ლოგოპედის მომსახურებისა, ასევე საზღვარგარეთ ჩასატარებელი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებისა), ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება; გადასახდელი თანხის 50 %-მდე (300 ლარიდან ზემოთ) წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000-მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70 %-მდე, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; 18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურება (გეგმიური და ჩატარებული) დაფინანსდება 100 %-ით, თუ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000-მდე. (არაუმეტეს 2000 ლარისა); ასევე სარეაბილიტაციო პროცედურები დაფინანსდება წელიწადში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გარდა 18 წლამდე ბავშვებისა და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისა;“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) შშმ, სპეციალური საჭიროებისა და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მქონე 18 წლამდე ბავშვების მუსიკალური თერაპიის არაუმეტეს ორი კურსის დაფინანსება;“.

4. მე-6 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ლოგინს მიჯაჭვული, I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით;“.

5. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ა“, „ა1“, ,,ბ“, ,,ლ“, ,,ყ“ და ,,შ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე ,,ა“, „ა1“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 2000 ლარს.“.

6. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის და ამბულატორიული (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე პირთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა და ლოგოპედის მომსახურებისა, ასევე საზღვარგარეთ ჩასატარებელი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებისა), ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება;

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლისა და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ექიმის მიერ გაცემული სრულყოფილი ფორმა NIV/ 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე)კალკულაცია ან ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) ბინადრობის ნებართვის ასლი (ბინადრობის ნებართვის მქონე პირის დახმარების დროს);

ი) გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში).“.

7. მე-8 მუხლს დაემატოს „11“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

11. შშმ, სპეციალური საჭიროებისა და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მქონე 18 წლამდე ბავშვების მუსიკალური თერაპიის არაუმეტეს ორი კურსის დაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლისა და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ექიმის მიერ გაცემული სრულყოფილი ფორმა NIV/ 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს პედიატრის, ნევროლოგის, ფსიქიატრის ან ოჯახის ექიმის მიერ);

ე)კალკულაცია ან ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში);

ი) წამყვანი მუსიკათერაპევტის რეკომენდაცია.“.

8. მე-8 მუხლის მე-20 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

20. ლოგინს მიჯაჭვული, I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მწოლიარე და 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დასახმარებლად:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი