სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/03/1975
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 28/03/1975
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
28/03/1975
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 28/03/1975
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე


სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
I. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. კოდექსის 65-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნოტარიულად დადასტურებულ რწმუნებულებს უთანაბრდება:

ჰოსპიტალში, სანატორიუმსა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის და სხვა პირის რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმისა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, უფროსი და მორიგე ექიმის მიერ;

სამხედრო მოსამსახურის რწმუნებულება, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტში, სადაც არ არის სახელმწიფო სანოტარო კანტორა და სანოტარო ოქმების შემსრულებელი სხვა ორგანო, აგრეთვე მუშა-მოსამსახურის, მისი ოჯახის წევრების და სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების რწმუნებულება, რომელიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ;

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირის რწმუნებულება, რომელიც დადასტურებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსის მიერ”.

2. კოდექსის 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ დადასტურებული რწმუნებულება, რომელიც განკუთვნილია საზღვარგარეთ მოქმედების შესასრულებლად და არ შეიცავს მითითებას მისი მოქმედების ვადის შესახებ, ინარჩუნებს ძალას რწმუნებულების გამცემი პირის მიერ მის გაუქმებამდე“.

3. კოდექსის 552-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 552. ანდერძი, რომელიც უთანაბრდება ნოტარიულად დადასტრებულ ანდერძს

ნოტარიულად დადასტურებულ ანდერძს უთანაბრდება:

1. საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფი ან მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლში მცხოვრები მოქალაქის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ, აგრეთვე მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ;

2) სსრ კავშირის ალმით მცურავი საზღვაო ან შიდა ნაოსნობის გემზე მყოფი მოქალაქის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ გემის კაპიტნის მიერ.

3) სადაზვერვო, არქტიკულ და სხვა მათ მსგავს ექსპედიციაში მყოფი მოქალაქის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ ექსპედიციის უფროსის მიერ;

4) ჰოსპიტალში, სანატორიუმსა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის და სხვა პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმისა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, უფროსი და მორიგე ექიმის მიერ;

5) სამხედრო მოსამსახურის ანდერძი, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტში, სადაც არ არის სახელმწიფო სანოტარო კანტორა და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა ორგანო, აგრეთვე მუშა-მოსამსახურის, მისი ოჯახის წევრებისა და სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ;

6) თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსის მიერ“.

4. კოდექსის 553-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მოანდერძეს შეუძლია აგრეთვე მოშალოს ან შეცვალოს ანდერძი განცხადების შეტანის საშუალებით სახელმწიფო სანოტარო კანტორაში, ხოლო იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც სახელმწიფო სანოტარო კანტორა არ არის  მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში“.

II. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მტკიცებულებათა უზრუნველყოფა სასამართლოში საქმის აღძვრამდე წარმოებს სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიერ, სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონით გათვალისწინებული წესით“.

2. კოდექსის 253-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6) საჩივარი სანოტარო მოქმედების ან მის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ“.

3. კოდექსის 286-ე და 287-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 286. საჩივრის შეტანა

დაინტერესებულ პირს, რომელსაც უმართებულოდ მიაჩნია შესრულებული სანოტარო მოქმედება ან სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა, უფლება აქვს ამის შესახებ საჩივარი შეიტანოს რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოში სახელმწიფო სანოტარო კანტორის, მშრომელთა დეპუტატების საქალაქო, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საჩივარი სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 552-ე მუხლში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა მიერ ანდერძისა და რწმუნებულების უმართებულო დადასტურების ან მის დადასტურებაზე უარის თქმის გამო შეაქვთ სასამართლოში შესაბამისად საავადმყოფოს, სხვა სტაციონარული სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების, სანატორიუმის, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის,  ექსპედიციის, ჰოსპიტლის, სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების, ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულების, სამხედრო სასწავლებლის, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საჩივარი სსრ კავშირის ალმიანი საზღვაო ან შიდა ნაოსნობის გემის კაპიტნის მიერ ანდერძის უმართებულო დადასტურების ან მის დადასტურებაზე უარის თქმის გამო შეაქვთ სასამართლოში გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით.

საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ათი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როცა განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა სანოტარო მოქმედების შესრულება ან მის შესრულებაზე უარის თქმა.

დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილ დავას იმ უფლების შესახებ, რომელიც დამყარებულია შესრულებულ სანოტარო მოქმედებაზე, განხილავს სასამართლო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის
შესაბამისად სასარჩელო წარმოების წესით.

მუხლი 287. საჩივრის განხილვა

სასამართლო საჩივარს განიხილავს განმცხადებლის, სახელმწიფო ნოტარიუსის ან იმ თანამდებობის პირის მონაწილეობით, რომლის მოქმედებების ან მის შესრულებაზე უარის თქმის გამო შეტანილია საჩივარი, ამასთან მათი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის გადაწყვეტას“.

4. კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა
„ნოტარიუსის“.
III. „საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების სასოფლო, სადაბო საბჭოს შესახებ“ საქართველოს სსრ 1968 წლის 25 დეკემბრის კანონში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, მუხ. 191) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

კანონის 22-ე მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) აწარმოებს სანოტარო მოქმედებას სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის შესაბამისად“. 

IV. „საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს შესახებ“ საქართველოს სსრ 1971 წლის კანონის 25-ე მუხლს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ, №12, მუხ.212) დაემატოს „რ“ პუნქტი შემდეგი შინაარსისა:

„რ) აწარმოებს სანოტარო მოქმედებას სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ საქართველოს სსრ კანონის შესაბამისად“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე

 

თბილისი, 1975 წლის 27 მარტი.