დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.150.016216 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2025 - 05/05/2025)
|
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესი“ დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროს მედალოსანი) წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 სექტემბრის №8 დადგენილება (ვებგვერდი 27.09.2023; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.150.016185).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულის წახალისების წესსა და პირობებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10, დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალს და შესაბამის სერტიფიკატს; ბ) ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9, 8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალს და შესაბამის სერტიფიკატს; გ) დაფინანსება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი); დ) წახალისება – ერთჯერადი გასაცემელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის და 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ე) ქვეპროგრამა – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ ქვეპროგრამა (კოდი 0403). მუხლი 3. პროგრამით მოსარგებლე პირ(ებ)ი და დაფინანსების ოდენობა 1. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულის 500 (ხუთასი) ლარით წახალისებას და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულის 300 ( სამასი) ლარით წახალისებას. 2. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის კურსდამთავრებული. მუხლი 4. თანხის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები 1. ახალგორის მუნიციპალიტეტში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე: ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობილობა/რწმუნებულება (იმ შემთხვევაში, თუ წახალისების მიმღები პირი არასრულწლოვანია); დ) სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ე) ოქროს /ვერცხლის მედლით დაჯილდოების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი) მოწმობის ასლი; ზ) წახალისების მიმღები პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული კანონით დადგენილი წესით. მუხლი 5. დაფინანსების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება 1. დაფინანსების თაობაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადების განხილვა ხდება გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის მიერ, რომელიც დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წახალისების მიზანშეწონილობის თაობაზე და დასკვნას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს. 2. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. წარმოდგენილი დოკუმენტების წესთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის შემთხვევაში განმცხადებელს პასუხი ეგზავნება წერილობით. მუხლი 6. დაფინანსების გაცემა და ანგარიშსწორება დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების ქვეპროგრამით (კოდი 0403), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები