„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 22 აპრილის №01-05/3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 22 აპრილის №01-05/3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-05/4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 430210000.33.058.016176
01-05/4
25/03/2025
ვებგვერდი, 26/03/2025
430210000.33.058.016176
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 22 აპრილის №01-05/3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 22 აპრილის №01-05/3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №01-05/4

2025 წლის 25 მარტი

. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 22 აპრილის №01-05/3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 და მე-20 მუხლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის  22  აპრილის №01-05/3  ბრძანებასა (სსმ, 23/04/2024, ს/კ 430210000.33.058.016169) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:       


ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე  მუხლის მე-3 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის  რესურსცენტრისა და ხულოს  რესურსცენტრის თანდართული დებულება.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულება“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბათუმის რესურსცენტრი, ქობულეთის რესურსცენტრი, ხელვაჩაურის რესურსცენტრი, ქედის რესურსცენტრი, შუახევის რესურსცენტრი და ხულოს რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში –  სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოებს.

2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების, წინამდებარე დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. რესურსცენტრის საქმიანობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, არსებული თავისებურების გათვალისწინებით.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შუახევის რესურსცენტრი: შუახევის მუნიციპალიტეტი, შოთა რუსთაველის ქ. №57;“;

ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რესურსცენტრის მიზანია განათლებისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.“;

ზ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლებისა და სპორტის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;“;

თ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“;

ი) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

1)  რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას რესურსცენტრს დაქვემდებარებული იმ საჯარო სკოლისათვის,  რომელსაც არ ჰყავს დანიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ოფიცრის სამუშაო აღწერილობა და ანგარიშვალდებულების საკითხი განისაზღვრება შესაბამისი სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით;“;

კ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრიმაია ხაჯიშვილი