„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016791
19/2025
25/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
010210010.15.008.016791
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №19/2025

2025 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):

1. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ამ მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურის დაცვით.

2. წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით. ამასთანავე, მათი გამოუცხადებლობა არ არის წილისყრის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება. წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირი ფურცლებითა და ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და თითო ფურცელზე წერს კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს. იგი აღნიშნულ ფურცლებს თავისი ხელმოწერით ამოწმებს და ისე კეცავს, რომ ტექსტის წაკითხვა შეუძლებელი იყოს. ფურცლები მაგიდაზე იყრება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ ფურცლებს წილისყრით გასანაწილებელი ფუნქციების ამ მუხლით დადგენილი შესაბამისი თანამიმდევრობით სათითაოდ იღებს და ავლენს სათანადო ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციის გამოვლენას ახორციელებს ამ დანართის მე-8 მუხლით დადგენილი წესით;

ბ) გამოავლენს ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 700 ამომრჩევლისთვის) შემდეგი წესით, თუ:

ბ.ა) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა შეესაბამება წილისყრით გამოსავლენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაავალებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას. ამ შემთხვევაში წილისყრა არ ტარდება და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს ავტომატურად ენიჭებათ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია;

ბ.ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღემატება წილისყრით გამოსავლენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, მაშინ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გამოავლენს წილისყრით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებიდან;

ბ.გ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდა წილისყრით გამოსავლენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობაზე ნაკლები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრებს დაავალებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას. ამ შემთხვევაში წილისყრა არ ტარდება და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ავტომატურად მიენიჭება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია;

გ) ატარებს მორიგ წილისყრას ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გამოსავლენად.

5. სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებას, საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი.

6. თუ გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:

ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;

ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას.

7. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე აღნიშნავს.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციის დროებით კომისიის სხვა წევრისთვის გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით. ამ ფუნქციის გადაცემას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე, დროის მითითებით.

9. თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს/წევრებს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი ამცირებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობას ან ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს;

ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ანდა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციას კომისიის სხვა წევრს ანიჭებს;

გ) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სხვა წევრს ავალებს დამატებითი ფუნქციის შესრულებას. ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“„ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრით განაწილების შედეგებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე აღნიშნავს.“;

დ) მე-8 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს ამ დანართის 41 მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურით, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.“;

ბ) 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი