„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016645
10
26/03/2025
ვებგვერდი, 28/03/2025
010260020.35.116.016645
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 26 მარტი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და    მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2024წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016630) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლედ ითვლება ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება (ჰემოდიალიზი) და სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების  პროგრამით „დიალიზი  და  თირკმლის  ტრანსპლანტაცია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირეზო ხეცურიანი