“აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 08/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.587
  • Word
393
03/05/2006
სსმ, 63, 08/05/2006
200.120.000.22.033.008.587
“აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.587

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №393

2006 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

�აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXVIII თავის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის �ლ� ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

��� მუხლი 1.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებით დამტკიცებული �აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის� (სსმ III, 08.02.06, №17, მუხ. 217) პირველი მუხლის მე-2 და მე3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სპეციფიკაციაში (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში) აღნიშნული იქნება ისეთი მოცულობის ტარა, რომელიც ზუსტად არ მიესადაგება აქციზურ მარკებზე აღნიშნულ მოცულობებს, გაიცემა მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები.

3. მეწარმეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების და აქციზური მარკების დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში), საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია თავისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით პროდუქციის სახეობის ფარგლებში, გარკვეული სასაქონლო ნომენკლატურული კოდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ამოწურვის შემთხვევაში გასცეს სხვა სასაქონლო ნომენკლატურული კოდისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად აქციზის არანაკლები განაკვეთის მქონე საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ან მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა (აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ იმ აქციზურ მარკებს, რომლებზეც არ არის დატანილი პროდუქციის დასახელება). დაუშვებელია იმპორტული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ერთმანეთით შეცვლა�.

��� მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი