„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.102540
390-IIმს-XIმპ
01/04/2025
ვებგვერდი, 02/04/2025
450140000.05.001.102540
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არც სათემო მაუწყებლობა, არც საუნივერსიტეტო მაუწყებლობა და არც კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;“;

ბ) „ჰ24“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ25“ და „ჰ26“ ქვეპუნქტები:

„ჰ25) კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა − ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება;

26) კულტურის ორგანიზაცია − „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კულტურის ორგანიზაცია.“.

2. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კულტურის ორგანიზაციისა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, გარდა კულტურის ორგანიზაციისა;“.

3. 38-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაუწყებლობის სახეობებია: სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.

4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები. კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.“.

4. 381 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოში ლიცენზირებულმა/ავტორიზებულმა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელმა რადიომაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

5. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;“.

6. 451 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათემო მაუწყებლობის, კერძო მაუწყებლობის, საუნივერსიტეტო მაუწყებლობის, კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.“.

7. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. აკრძალულია კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი რადიომაუწყებლის მიერ ტელეშოპინგის, რეკლამისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, აგრეთვე ამ რადიომაუწყებლის სასარგებლოდ სპონსორობა.“.

8. 661 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა შესაძლებელია დააფინანსოს შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.“.

9. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო მაუწყებლობის, სათემო მაუწყებლობის ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიით, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით ან/და კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიით.“.

მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2025 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2025 წ.

N390-IIმს-XIმპ