დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.102553 |
|
პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პენიტენციური კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 100030010.05.001.102169) 90-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამსახურის 1 მოსამსახურე; ბ) სააგენტოს 1 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2 წარმომადგენელი.“; ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი.“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის მიზნით. სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 2 აპრილი 2025 წ. N419-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები