„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 429-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.102563
429-IIმს-XIმპ
02/04/2025
ვებგვერდი, 04/04/2025
280080020.05.001.102563
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა უპასუხებდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა უპასუხებდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

2 აპრილი 2025 წ.

N429-IIმს-XIმპ