აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/03/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016074
1
31/03/2025
ვებგვერდი, 01/04/2025
010220020.34.059.016074
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1

2025 წლის 31 მარტი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №3 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 29/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016052) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობებია:

ა) დეპარტამენტის უფროსი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი);

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი);

დ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჭიროებისამებრ, კომისიის დადგენილებით იქმნება სხვა მუდმივი ან/და დროებითი სტრუქტურული ერთეული.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და თანამშრომელთა უფლებამოსილებანი და მათი საქმიანობის წესი განსაზღვრულია უსკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, სამუშაოთა აღწერილობით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უსკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ერთეულის დებულებები მტკიცდება უსკოს განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სამუშაოს აღწერილობა უსკოს თავმჯდომარის ბრძანებით.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უსკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს შესაბამისი ბრძანებით უსკოს თავმჯდომარე, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.“.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულები ხელმძღვანელობენ საქართველოს  კანონმდებლობით, ამ რეგლამენტით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, სამუშაოთა აღწერილობითა და ხელშეკრულებით.“.

5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად  საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, ასევე სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე სხვა ინფორმაციის დაცვაზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ან/და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ვ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;

დ)„ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.“.

6. მე-10 მუხლს „ჯ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“  პუნქტი:

„ჯ1) საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულად/სტატისტიკურად ამუშავებს ინფორმაციას;“.

7. მე-10 მუხლს „ქ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ქ1 პუნქტი:

„ქ1) უზრუნველყოფს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტებზე, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას;“.

8. მე-11 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ამზადებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა სახელფასო ცნობებს;“;

9. მე-11 მუხლის „ს“ პუნქტის შემდგომ დაემატოს „ს1 ,„ს2 და „ს3    პუნქტები:

ა) „ს1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს1) უზრუნველყოფს უსკოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით ღია, დახურული და შიდა კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას და ამ საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;“;

ბ) „ს2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს2) უზრუნველყოფს უსკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებასა და სტაჟირების გავლის პროცესის კოორდინაციას/მონიტორინგს;“;

გ) „ს3“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) უზრუნველყოფს უსკოს აპარატის მოხელეთა ფიცის დადების პროცესის ადმინისტრირებას;“.

10. მე-11 მუხლის „ტ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებასა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვაზე;“.

11. მე-11 მუხლის „ტ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს „ტ123 პუნქტები:

 

 

ა) „ტ1“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ1) ზედამხედველობას უწევს უსკოს აპარატის მოხელეთა გამოსაცდელი ვადის დინებას;“;

ბ) „ტ2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ2) უზრუნველყოფს უსკოს აპარატის მოხელეთა კარიერის მართვის (მოხელეთა გადაყვანის, მობილობის, მოხელეთათვის დროებითი ფუნქციების დაკისრების) პროცესის კოორდინაციას;“;

გ) „ტ3“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ3) უსკოს ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშავებს და მართავს უსკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემას;“.“;

12. მე-12 მუხლის  „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამზადებს პრესრელიზებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;“.

13. მე-12 მუხლს „ნ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს „ნ1 , „ნ2“  და „ნ3“  პუნქტები:

 

 

ა) „ნ1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ნ1) ამზადებს უსკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მათ გავრცელებას;

ბ) „ნ2   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ2) გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს უსკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას;“;

გ) „ნ3   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ3) უზრუნველყოფს ვიდეორგოლების და საინფორმაციო მასალების დამზადებას/გავრცელებას;“.

14. მე-12 მუხლის „ყ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ადმინისტრირებას უწევს უსკოს ვებგვერდს;“.

15. მე-12 მუხლს „ყ“ პუნქტის შემდგომ დაემატოს „ყ1“  და „ყ2 პუნქტები:

ა) „ყ1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ყ1)  უზრუნველყოფს შესაბამისი მოწმობების მომზადებასა და გაცემას.“;

ბ) „ყ2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ყ2) კოორდინაციას უწევს უსკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიურ   წარმომადგენლობებთან;“.

16. მე-14 მუხლს მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს „91“ და „92“ პუნქტები:

ა) „91“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. სხდომის დაწყებამდე საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ასევე უსკოს წევრები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ ელექტრონული სისტემის ტექნიკური ან/და პროგრამული გამართულობა. ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში უსკოს შესაბამისმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრა, ხოლო უსკოს წევრებმა ამის შესახებ უნდა განაცხადონ დაუყოვნებლივ.“;

ბ)„ 92  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„92. ელექტრონული სისტემის ტექნიკური შეფერხებისას სხდომის თავმჯდომარე აცხადებს შესვენებას აღნიშნული შეფერხების აღმოსაფხვრელად ან/და იღებს სხვა გადაწყვეტილებას.“.

17. მე-14 მუხლს მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. უსკოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სხდომის ოქმის ნომერი, სხდომის გამართვის რიცხვი, თვე, წელი   და ადგილი;

ბ) სხდომის დაწყების დრო;

გ) სხდომაში მონაწილე და სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

დ) სხდომის დღის წესრიგის პროექტი;

ე) დამტკიცებული სხდომის დღის წესრიგი;

ვ) სხდომაზე განსახილველი საკითხები და მიღებული სამართლებრივი აქტები;

ზ) სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლების მქონე პირთა მიერ გამოთქმული აზრები/მოსაზრებები/ალტერნატიული წინადადებები, საოქმო ჩანაწერები და სხვა, რომელიც დაფიქსირდა ტექნიკური საშუალებით, ერთვის ოქმს;

თ) კენჭისყრის/სახელობითი კენჭისყრის შედეგები.“.

18. მე-14 მუხლს მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უსკოს სხდომას, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, ესწრებიან უსკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები (განყოფილებების უფროსები და უსკოს აპარატის სხვა თანამშრომლები უსკოს სხდომებს ესწრებიან საჭიროებისამებრ), კონკრეტული საკითხის განხილვის დროს მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ უსკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს.“.

19. მე-14 მუხლს მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „141“  პუნქტი:

„141. უსკოს სხდომის მიმდინარეობისას, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოცხადდეს შესვენება.“.

20. მე-14 მუხლს მე-18 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „181“  პუნქტი:

„181. პირი, რომლის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უსკოს სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას და გადაწყვეტილების აღსრულებას მოახდენს პოლიციის დახმარებით.“.

21. მე-15 მუხლს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრაზე საკითხს აყენებს წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. უსკოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, უსკოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს (ხელის აწევით), როგორც მომხრე, წინააღმდეგი ან თავი შეიკავა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია