დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 452-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102572 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით ან/და იმავე კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1823–1825 მუხლები: „მუხლი 1823. სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევა 1. სასიგნალო იარაღის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 2 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაცია გამოყენებული არ ყოფილა, მას შესაბამისი ნებართვის მისაღებად 30 დღის ვადა მიეცემა. ამ ვადაში პირს სასიგნალო იარაღის აღნიშნული ნებართვის გარეშე შეძენისთვის, შენახვისთვის ან ტარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. მუხლი 182 4. სასიგნალო იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა 1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. მუხლი 182 5. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ან/და ვაზნით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა 1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ან/და ვაზნით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.“. 3. 209-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–7 2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 135 2–135 4, 139 5, 152 7 და 152 8 მუხლებით, 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 156 2–156 4 მუხლებით, 166 2 მუხლის პირველი ნაწილით, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 174 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 174 15 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16–174 18, 176 1 და 176 3 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 177 15, 180-ე–181 1, 181 3–181 5, 182-ე–182 5, 190-ე, 190 2–191 1 და 198 3 მუხლებით.“; ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1562–1564 მუხლებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17417 და 17418 მუხლებით, 177-ე მუხლის პირველი, მე-2–მე-3, მე-6–მე-7, მე-9–მე-11 და მე-14 ნაწილებით, 1763, 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 220-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უფლებამოსილია განიხილოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევს დაადოს ადმინისტრაციული სახდელები იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის) და 1825, 1941, 1961, 1967, 197-ე, 1973 და 198-ე–1982 მუხლებით.“. 5. 239-ე მუხლის 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით, 1711 მუხლით (საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის) და 1973 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე პირის მიერ ამავე კოდექსის 1825, 1941, 1961, 1963, 1966, 1967, 197-ე, 1971 და 198-ე–1982 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი.“. 6. 248-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“. 7. 249-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 1801, 181-ე, 1813−1815, 182-ე, 1821, 1823−1825 და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და საბრძოლო მასალა/ვაზნა. ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში და მასში მიეთითება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და საბრძოლო მასალის/ვაზნის რაოდენობა და სახეობა. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.“; ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი: „51. ამ კოდექსის 1825 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოართვას პირს იარაღი და ვაზნა. ამის შესახებ ჩანაწერი კეთდება აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში და მასში მიეთითება ჩამორთმეული იარაღის მარკა ან მოდელი, კალიბრი, სერია და ნომერი და ვაზნის რაოდენობა და სახეობა.“. 8. 268-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაჰბარდება ან გაეგზავნება იმ პირს, რომლის მიმართაც იქნა მიღებული ეს დადგენილება. დადგენილების ასლი ასევე 3 დღის ვადაში ჩაჰბარდება დაზარალებულს მისივე თხოვნით. სასამართლო დადგენილების ასლს უგზავნის აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ ორგანოს.“. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2681 მუხლი: „მუხლი 2681. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან/და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტის/შეტყობინების ჩაბარების წესი 1. ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ადგილზე გამოცემული საჯარიმო ქვითრის/მიღებული დადგენილების ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მისი ასლის მიღებაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში/დადგენილებაში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა. 2. თუ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ადგილზე არ განიხილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი განისაზღვრება ამ მუხლის მე-3−მე-8 ნაწილებით. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/გამოცემული საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას სამართალდამრღვევს უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნასთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 4. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ეს შეღავათი არ ვრცელდება საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე. 5. თუ სამართალდამრღვევი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 10 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას სათანადო დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება ან გადაეცემა. 6. დადგენილება/საჯარიმო ქვითარი/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საფოსტო გზავნილზე/საჯარიმო ქვითარზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ეს ჩაბარებად მიიჩნევა. 7. თუ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 8. დადგენილების/საჯარიმო ქვითრის/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 9. ჩაბარებისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე ელექტრონულ დადგენილებაზე/საჯარიმო ქვითარზე და დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ელექტრონულ ასლზე. 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დოკუმენტი/შეტყობინება შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“. 10. 270-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე მიღებული დადგენილების ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის (ერთიანი საინფორმაციო ბანკისთვის) გადაცემას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“. 11. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანება უშუალოდ ან დისტანციურად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 22. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი შეიტანება უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“. 12. 2901 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2901. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას 1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ჰბარდება ამ კოდექსის 2681 მუხლის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. 4. ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული სათანადო ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად. 5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს. 6. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 2681 მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 7. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით არის ჩადენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება იმ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელმაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და ეს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება (გამოწერილი საჯარიმო ქვითარი) საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აგრეთვე უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პირს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარიმო ქვითარი აღნიშნულ პირს შეიძლება ჩაჰბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. 9. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. 11. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირი საქართველოს მოქალაქეა, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში სათანადო დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.“. 13. 2902 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმასრულებელი − ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 1562−1564 და 167-ე მუხლებით, 1741 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით, 180-ე მუხლით, 1801 მუხლის მე-5 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1811 და 1813−1815 მუხლებით, 182-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 1821, 1823−1825 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 1825 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-10 და მე-12−მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-8−მე-10, მე-12 და მე-13 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4−მე-7 და მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 4 აპრილი 2025 წ. N452-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები