დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 18/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 29/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.050.11.004.008.625 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.11.004.008.625
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №37
2006 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
„უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2001 წ., №16, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყოველ სამუშაო-საბანკო დღეს მუშაობის დაწყებიდან დღის 11 საათსა და 15 წუთამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი აგროვებს ინფორმაციას შიდა სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიმართ მოქმედი ლარის გაცვლითი კურსის შესახებ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი ყოველი სამუშაო-საბანკო დღის არა უგვიანეს 11 საათისა და 15 წუთისა, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ელექტრონული სისტემიდან იღებს წინასწარ განაცხადს, რომელშიც ნაჩვენებია თანაფარდობა საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების მსურველი კომერციული ბანკების უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.“.
3. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროდ გამოიყენება შესაბამისი ცენტრალური ბანკების ოფიციალურ ვებგვერდებზე, საინფორმაციო სისტემა „როიტერსა“ და „ბლუმბერგში“ არსებული კოტირებები.“.
4. მე- 3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის შემდეგ იმავე სამუშაო დღის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტი საინფორმაციო ელექტრონული სისტემა ,,როიტერის“ მეშვეობით უზრუნველყოფს ინფორმაციის გაშვებას საფინანსო-საბანკო სისტემაში.“.
5. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბრძანება უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსების დადგენის შესახებ ხელმოწერისთანავე გადაეცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს იმავე სამუშაო დღის ბოლომდე მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასავრცელებლად.“.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საბანკო დაწესებულებების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და მე-4 მუხლის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მათ მიმართ განახორციელებს სანქციებს ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად.”.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები