ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 489-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.102579
489-IIმს-XIმპ
16/04/2025
ვებგვერდი, 16/04/2025
360160000.05.001.102579
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) მე-6 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება, უზრუნველყოს არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო უფლებამოსილია ამ ნაწილით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა მესამე პირს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 აპრილი 2025 წ.

N489-IIმს-XIმპ