საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 500-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.102600
500-IIმს-XIმპ
16/04/2025
ვებგვერდი, 17/04/2025
090000000.05.001.102600
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.“.

2. 1433 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე დანაშაულის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი, 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 1442 და 155-ე მუხლები, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 192-ე მუხლი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 2233 მუხლის პირველი ნაწილი, 226-ე, 235-ე, 2391 და 252-ე მუხლები, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 259​​4 მუხლი, 262-ე მუხლის 11 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 286მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 და 317-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი ნაწილი, 322​​​​1 მუხლი, 3222 მუხლის პირველი ნაწილი, 3301 მუხლის პირველი ნაწილი, 3312 მუხლი, XXXIX თავი, 343-ე, 3431 და 344-ე მუხლები, 3441 მუხლის პირველი ნაწილი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი და 405-ე მუხლი;“;

ბ) 127 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−1432, 144-ე−1443, 223-ე−2241, 230-ე−232-ე, 234-ე−2351 და 2551 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2601 მუხლის მე-3 ნაწილით, 2602 და 260მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 2611 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა თითოეულ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 90 დღით.“.

3. 1439 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−1432, 144-ე−1443, 223-ე−2241, 230-ე−232-ე, 234-ე−2351 და 2551 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2601 მუხლის მე-3 ნაწილით, 2602 და 260მუხლებით, 261-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 2611 მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება, რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს. ამ შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის შეტყობინება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით თითოეულ ჯერზე შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 12 თვით.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1471 მუხლი:

„მუხლი 1471. სამედიცინო გამოკვლევა

  1. სამედიცინო გამოკვლევა ტარდება მხარის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით. სამედიცინო გამოკვლევა მოიცავს ნებისმიერი სახის სამედიცინო მანიპულაციასა და პროცედურას, რომლებიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას.

2. სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დასაშვებია იმ პირის თანხმობით, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს საპროცესო მოქმედება. თუ პირი უარს აცხადებს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე ან მას არ აქვს უნარი, გამოხატოს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ნება, სამედიცინო გამოკვლევა ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობა, სამედიცინო გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.

3. საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში სამედიცინო გამოკვლევის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში პროკურორმა გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს ან სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა შეატყობინოს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების თაობაზე, უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა სამედიცინო გამოკვლევის კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს ამ საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას, ან მათი ასლები. სასამართლო აღნიშნული საქმის მასალების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს ამ შუამდგომლობას. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს პროკურორისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო მოქმედება.“.

5. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)  თუ პროცესის მონაწილე ჩართული იყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში.“.

6. 197-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ბრალდებულს აცნობებს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;“.

7. 211-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ;“.

8. 219-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში).“.

9. 230-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის არსს. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.“.

10. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა (ასეთი მკურნალობის არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“.

11. 260-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) უნდა დაენიშნოს თუ არა და რა ვადით უნდა დაენიშნოს ბრალდებულს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა;“.

12. 267-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის ხმა ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა.“.

13. 269-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნით ან მისი დანიშვნის გარეშე.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა, აგრეთვე სასჯელის მოხდის ვადისა და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.“.

14. 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.“.

15. 274-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა;“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.“.

16. 298-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.

4. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.“.

17. მე-300 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დანიშნულია ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან განსაზღვრულია სავალდებულო მკურნალობის ვადა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება დაავადების ხასიათსა და სიმძიმეს.“.

18. 308-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 308. შებრუნება საუარესოდ

1. საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.

2. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 აპრილი 2025 წ.

N500-IIმს-XIმპ