„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025011
120
17/04/2025
ვებგვერდი, 22/04/2025
300160070.10.003.025011
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №120

2025 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ 1018.6. ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1018.6. დერეფნის უწყვეტობა. ცეცხლმედეგობის ხარისხიანი დერეფნები უწყვეტი უნდა იყოს მასში შესასვლელიდან გასასვლელამდე და მას არ უნდა კვეთდეს შუალედური ოთახები. თუ ცეცხლმედეგობის ხარისხიანი დერეფნის საზღვრებში მდებარე გასასვლელისკენ სავალი ბილიკის მონაკვეთი გადის გასასვლელთან მისადგომის შემოუზღუდავი გზა-კიბეების ან პანდუსების გასწვრივ, ცეცხლმედეგობა უწყვეტად უნდა შენარჩუნდეს გზა-კიბის ან პანდუსის მთელ სიგრძესა და მომიჯნავე იატაკზე მდებარე გასასვლელისკენ მიმართული შემაერთებელი დერეფნის მთელ სიგრძეზე.

გამონაკლისი: ფოიეები, ვესტიბიულები ან მიმღები ოთახები, აგებული დერეფნისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს შუალედურ ოთახებად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე