„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016618
07
25/04/2025
ვებგვერდი, 28/04/2025
010250050.35.117.016618
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2025 წლის 25 აპრილი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016350) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 851 მუხლის; საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

,,მუხლი 21

დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტული ფორმა დანართის №3 შესაბამისად.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე

დანართი №3
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.

2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, მერიის და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართებზე: info.ambrolauri@gmail.com; ambrolauri.gov.ge; ambrolaurisakrebulo@gmail.com.

3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.

4. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს;

გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

5. ამ სტანდარტის მე-4 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა გონივრული ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.

6. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს შესაბამისი თანამშრომელი და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. არასამუშაო დღეს შემოსული განცხადება რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ განცხადება განსახილველად გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს.

8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.

9. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.

10. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით.

11. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნა შეუძლებელია, განმცხადებლის თანხმობით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით.

12. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

13. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

14. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

დანართი 3-1

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტული ფორმა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის .........

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე

პასუხისმგებელ პირს

მოქალაქე/ორგანიზაცია: _______________________________

მისამართი:__________________________________________

____________________________________________________

ტელეფონი: ______________________________

ელფოსტა:________________________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

(მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე, გთხოვთ:

1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე

გადმოგზავნით ____________________________________________;

2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;

3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე;

4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;

(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)

გავეცანი, თანახმა ვარ ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ______________________მიერ.

დაინტერესებული პირი (განმცხადებელი)________________________________________

თარიღი: --. --. ------