„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/07
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016075
05/07
28/04/2025
ვებგვერდი, 29/04/2025
040030000.22.088.016075
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
 
საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/07 

2025 წლის 28 აპრილი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016005) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.

2. მე-16 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ი2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 20მუხლი:

მუხლი 201. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესების მართვა;

ბ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სააგენტოს სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;

გ) სააგენტოს მიერ ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;

დ) სააგენტოს საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ე) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული შემეცნებითი, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) მომზადება, მომზადების კოორდინაცია და გავრცელება;

ზ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გაშუქება (სააგენტოს საინფორმაციო არხებზე განთავსება/მედიით გავრცელება);

თ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით სააგენტოს მონაწილეობის უზრუნველყოფა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებსა და ღონისძიებებში; 

ი) სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;

კ) სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ლ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე