დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 ოქტომბრის №ნ-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010040.64.076.016151 |
|
„ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 ოქტომბრის №ნ-12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 28 ოქტომბრის №ნ-12 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29/10/2020 წ., 070010040.64.076.016083) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ამ ბრძანების: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:“. ბ) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;“. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამსახურის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად არაუმეტეს 6 თვის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების მოქმედება ასევე გავრცელდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები