„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017177
17/ნ
03/06/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
470230000.22.035.017177
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2025 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 21/02/2022; სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016943) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პერსონალური ასისტენტი არ უნდა იყოს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი მინიჭებული აქვს მხედველობის ან სმენის დარღვევების, ან ნებისმიერი ხარისხის გადაადგილების უნარის შეზღუდვის საფუძველზე და ეს გარემოებები  ხელს შეუშლის მას პერსონალური ასისტენტის ფუნქციის განხორციელებაში. პერსონალურ ასისტენტს არ უნდა ჰქონდეს შემდეგი დაავადებები: ნებისმიერი ლოკალიზაციის ტუბერკულოზი (მწვავე) ინფექციის გამავრცელებელი ფორმით; შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში;  ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობისა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები;  ნარკომანია; ტოქსიკომანია; ალკოჰოლიზმი; ინფექციური დაავადებები (მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე),  რაც დასტურდება რეგისტრაციის მომენტისთვის ბოლო 6 თვის მანძილზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა). პერსონალურ ასისტენტს არ უნდა ჰქონდეს სხვა ისეთი მდგომარეობა, რაც ხელს შეუშლის მას პერსონალური ასისტენტის ფუნქციის განხორციელებაში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე