“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 14/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.764
  • Word
769
13/06/2006
სსმ, 80, 14/06/2006
140.010.000.22.034.008.764
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.034.008.764

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №769

2006 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით (სსმ III, 19.12.2005 წ., №146, მუხ.1635) დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. თუ მძღოლი იმყოფება ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, პატრულ-პოლიციელი ჩამოაშორებს მას სატრანსპორტო საშუალებას და წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესამოწმებლად.“

ბ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

,,61. თუ არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, პატრულ-პოლიციელი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმებს მას ადგილზე სპეციალური ალკოტესტის აპარატის საშუალებით, ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას, ხოლო თუ შემოწმების შედეგები ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აისახება ალკოჰოლური თრობის შედეგები.“

გ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

,,შენიშვნა: ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატრულ-პოლიციელი ვალდებულია განუმარტოს მძღოლს, რომ მას უფლება აქვს 2 საათის განმავლობაში ალკოჰოლურ სიმთვრალეზე კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების მიზნით მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 15 ივნისს.

ი. მერაბიშვილი