დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.10.003.025057 |
|
„სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2024, 310010010.10.003.024789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის“:
1. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. გარდამავალი დებულებები 2025 წლის 1 იანვრამდე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრირებულ და საქართველოს რკინიგზის სისტემაში მოქმედ სარკინიგზო საწარმოებსა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებზე, რომლებიც ექვემდებარებიან უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღებას/ავტორიზაციის მინიჭებას საქართველოს სარკინიგზო კოდექსისა და ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 20 ივნისამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოქმედება, ხოლო, თუ აღნიშნული პირები არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღების/ავტორიზაციის მინიჭების მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართავენ სააგენტოს, მათზე ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოქმედება არ გავრცელდება სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებამდე.“. 2. III დანართის მე-8 პუნქტის: ა) 8.5 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 8.9-8.10 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.9. მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა/გეგმები (მხოლოდ უსაფრთხოების სერტიფიკატის განახლების ან ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში): 8.9.1. სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია სარკინიგზო საწარმოს მიერ წინა შეფასების შემდგომ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის ან ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის გადაჭრის მიზნით; 8.9.2. სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია სარკინიგზო საწარმოს მიერ წინა შეფასების ფარგლებში გამოვლენილი გადასაჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით; 8.10. ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებული სტატისტიკური (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) მონაცემები განცხადების წარდგენის ბოლო 5 წლის შედეგების მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 3. IV დანართის მე-2 პუნქტის: ა) 2.8 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 2.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.12. მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა/გეგმები (მხოლოდ უსაფრთხოების ავტორიზაციის განახლების ან ვადის გაგრძელების მიზნით წარდგენილი განცხადების შემთხვევაში): ა) სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ წინა შეფასების შემდგომ განხორციელებული საზედამხედველო საქმიანობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის ან ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის გადაჭრის მიზნით; ბ) სამოქმედო გეგმ(ებ)ის მიმდინარე სტატუსი, რომელიც/რომლებიც შემუშავებულია სარკინიგზო საწარმოს მიერ წინა შეფასების ფარგლებში გამოვლენილი გადასაჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით.“. 4. V დანართის: ა) პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღწეროს მისი საქმიანობის სახე(ები) და არეალი, მათ შორის, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში, „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილების შესაბამისად, სახიფათო ტვირთის კლასის მითითებით;“; ბ) მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.21 ქვეპუნქტი: „2.21. ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს „მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;“. 5. VI დანართის მე-2 პუნქტის: ა) 2.2 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 2.2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.21-2.22 ქვეპუნქტები: „2.21. ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 2.22. არსებობის შემთხვევაში, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, იჯარის ხელშეკრულება;“; გ) 2.4 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) 2.6 − 2.8 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.6. განაცხადი იმის შესახებ, რომ მისასვლელი ლიანდაგები, რომლებზეც მოთხოვნილია ავტორიზაცია, ტექნიკურად გამართულია და უსაფრთხოა ექსპლუატაციისთვის; 2.7. იმ შემთხვევაში, თუ მისასვლელი ლიანდაგის მფლობელი იყენებს მის მფლობელობაში არსებულ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისთვის, აღნიშნული სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, მათთან დაკავშირებული მონაცემების მითითებით; 2.8. განაცხადი იმის შესახებ, რომ ამ პუნქტის 2.7 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკმაყოფილებენ უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს;“; ე) 2.9 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 2.11 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) 2.12-2.13 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.12. მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტი ან მისი ასლი; 2.13. განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 წლის განმავლობაში გაცემული რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის გამოკვლევის აქტი ან ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ მისასვლელი ლიანდაგი ტექნიკურად გამართულია;“; თ) 2.15-2.16 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები