„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016910
1-1/189
22/05/2025
ვებგვერდი, 23/05/2025
300300000.22.024.016910
„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/189

2025 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/601 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2020-2025 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის № 1-1/601 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300300000.22.024.016614) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 15 მუხლიით  დამტკიცებული „2025 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“ ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი