„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016466
11
23/05/2025
ვებგვერდი, 27/05/2025
010250040.35.126.016466
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 23 მაისი

ქ. თერჯოლა

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 25/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, მისი შემადგენლობის, სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრა და დამტკიცება;“.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის XV1 თავის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი  XV1. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.

3. მუხლი 116ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1161. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“.

4. მუხლი 116ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1162. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ამოცანები და ფუნქციები

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შეფასების თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტის პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;

დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისთვის რეკომენდაციის წარდგენა;

ე) ქალთა და ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების  რეალიზაციისა და დაცვისთვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების  სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად სამუშაო გეგმის შემუშავება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში;

ბ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

გ) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით  საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს  სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

5. მუხლი 1163  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1163. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის, მმართველობის, შემადგენლობისა და საქმიანობის განსაზღვრის წესი

1. საბჭოს თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი დავალებით მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საბჭოს წევრებისგან.

3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და განკარგულებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

4. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლის, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წევრებისაგან. ასევე, საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

5. გარდა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოში მუშაობის მიზნით, წევრებად, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შესაძლებელია მოწვეულ იქნენ საკრებულოს წევრები და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები, მათი თანხმობით.

6. საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმას განსაზღვრას საბჭო.

7. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

8. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, საბჭოს/წევრთა უფლებამოსილების ცნობის ან/და შეწყვეტის და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ რეგლამენტით და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი