„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016577
9
23/05/2025
ვებგვერდი, 29/05/2025
010250040.35.139.016577
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2025 წლის 23 მაისი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250040.35.139.016443, 01/03/2022) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის:

ა) მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) “ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს შექმნა, საბჭოს დებულების დამტკიცება, საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება;“;

ბ)  VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი VII

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო“;

 

გ) 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო 

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.

2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი