„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017568
39
27/05/2025
ვებგვერდი, 27/05/2025
310150000.22.034.017568
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №39

2025 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. თუ დაინტერესებული პირები სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას არ იმყოფებიან სააგენტოს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ 142 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე დამზადებული  სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) გადასცეს პირს, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე/მოსარგებლე/დეკლარანტი, აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების პროცესში, მიუთითებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ხელმოწერილ განცხადებაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური