„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 597-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102635
597-IIმს-XIმპ
28/05/2025
ვებგვერდი, 29/05/2025
430020000.05.001.102635
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 52-ე მუხლის 3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადის ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები, აგრეთვე სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაციები აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირობით ჩაირიცხნენ 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2025 წ.

N597-IIმს-XIმპ