„იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016445
25
28/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010240010.32.061.016445
„იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №25

2025 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №16 დადგენილებით (სსმ, 27/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016436) დამტკიცებულ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულებაში   შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  წარმომადგენლობის იურიდიული მისამართია – ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი  №10, ფართი №2.“.

2. მე-5 მუხლის „ე“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ პუნქტი:

„ე1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, მათთვის იურიდიული კონსულტაციისა და განცხადების შედგენაში შესაბამისი დახმარების გაწევა;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი