დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.156.016558 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 18 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2022 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016442) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების” (დანართი №1): 1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით: „3. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხების გამოვლენას და ზედამხედველობას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებას; ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ე) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას; ვ) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საზედამხედველო ობიექტებზე დაუბრკოლებლად შესვლას შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემოწმების მიზნით; მშენებლობისთვის პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნას, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა; თ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის: მშენებლობის მონაწილეებზე მითითებების გაცემას და გონივრული ვადების განსაზღვრას, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და შესაბამისი კონტროლის დაწესებას მათ ხარისხიან შესრულებაზე; ი) მშენებლობის ობიექტზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; კ) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის მთლიან ან ნაწილობრივ შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს; ლ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმებას, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე შესაბამისი აქტის პროექტების მომზადებას; მ) მერისა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები