დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016557 |
|
„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1
„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 18/08/2017, 010250050.35.156.016265) და ამ დადგენილების დანართ №1-ში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: 1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დმანისის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.“. 3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს თანდართული ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება.“. 4. დანართ №1-ში მოცემული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“. 5. დებულების 1-ლი მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა და ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“. 6. დებულების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;“; ბ) „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ასევე, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე შიდა ინსტიტუციური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;“; გ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავების, დამტკიცების და შესრულების უზრუნველყოფა;“; დ) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ასევე, ბავშვთა უფლებების საკითხებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, საკითხის ადგილობრივად შესწავლა, წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა;“; ე) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევისთვის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით, შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა, მოკვლევის საფუძველზე კონკრეტული პროგრამების შემუშავება. შემუშავებული პროგრამების მუნიციპალიტეტის პროგრამებში და ბიუჯეტში ასახვა;“ ვ) „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ქალთა შრომითი უფლებების მიზნით სქესობრივი ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება, ანალიზი, ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების ხელშემშლელი ბარიერების გამოვლენა;“; ზ) „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურესთან ერთად, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან და აბორტთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“; თ) „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;“; ი) „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;“; კ) „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; ლ) „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის განხორციელება და შეფასება ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;“; მ) „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) განიხილოს ქალთა ან/და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;“; ნ) „პ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისთვის წარდგენა;“. 2. დებულების მეორე მუხლის პირველ ნაწილს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ პუნქტი: „ე1) ინფორმაციის პერიოდული გავრცელება არსებული მუნიციპალური პროგრამების, საკრებულოსა და მერიის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით;“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ პუნქტი: „ე2) ქალთა და ბავშვთა უფლებების, ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისათვის და მგრძნობელობის ამაღლების მიზნით კამპანიების შემუშავება/დანერგვა, ასევე, ფართომაშტაბიანი კამპანიების წარმოება სოციალურ ქსელებსა და მედიაში;“. 3. მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს დმანისის მუნიციპალიტეტი;“; ბ) „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტში ქალათა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ;“; გ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხების შესწავლისა და განხილვის პროცესში მოიწვიოს შესაბამისი დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტების მონაწილეობით;“. 7. დადგენილების მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს თითოეული ფრაქციიდან ერთი წევრი, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.“.
მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები