„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.605865
11
30/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010250050.35.124.605865
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 30 მაისი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 24.01.2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016280) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილ;ება:

1. დადგენილებით დამტკიცებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების მე-7 მუხლი,აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები“, პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი იურიდიულ და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა)  საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს საკრებულოს პოლიტიკური  თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოსა და საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს სამართლებრივი პროექტების მომზადებაში;

გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

დ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; საკრებულოს აპარატის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, საქმისწარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მითითებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების  ან/და დამატების შეტანის შესახებ;

ე) იურიდიულ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს;

ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას;

თ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა;

ი) მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის ხელშეწყობას  ქალთა უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად;

კ) სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის თანაბარი პირობების შექმნას;

ლ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გამოვლენას, მონიტორინგს და მათი მოგვარების თაობაზე რეკომენდაციების გაცემას, დისკრიმინაციის სფეროში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიებას, ქალთა უფლებების როლის ამაღლებისათვის  წინადადებების მომზადებას;

მ) კანონმდებლობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებულობას ქალთა უფლებების საკითხებზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე