„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის ) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის ) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.108.016565
16
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010250040.35.108.016565
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის ) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 30 მაისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის ) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სენაკის მუნიციპალიტეტს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 ნოემბრის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.108.016495) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის  მე-8 პუნქტის  ,,ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე“ ქალთა და ბავშვთა  საკითხებზე მომუშავე მუნიციპალიტეტის საბჭოს ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის  მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ,,ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალიტეტის საბჭოს შექმნა, საბჭოს დებულების დამტკიცება, საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება;“.

3.  დადგენილებით დამტკიცებული XVI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVI. სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“;

4.  დადგენილებით დამტკიცებული 122 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 122.  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

სენაკის მუნიციპალიტეტის  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ  ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან  კოორდინირებული მუშაობის უზრუნველაყოფად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“.

 5. დადგენილებით დამტკიცებული  123-ე  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 123. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს ამოცანები და ფუნქციები

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორის კომისიასთნ კოორდინებული მუშაობის წარმართვა;

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლების დარღვევის აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლების დარღვევის  აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიისთვის წარდგენა;

დ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და  დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და გადაწყვეტილებების მიღება  საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;

ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) ქალთა და ბავშვთა საჭიროების შესაბამისად საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად  წარდგენა;

კ)  საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოსთვის  წარდგენა;

ლ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების კვლევა და მასზე დაყრდნობით ქალთა გაძლიერების   მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება;

მ) არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, საინფორმაციო სახის ღონისძიებების შემუშავება/დანერგვა ადგილობრივ დონეზე;

ნ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება  სკოლებში, საზოგადოებრივ  ცენტრებში და ახალგაზრდულ სივრცეებში;

ო) სოციალურ ქსელებში და მედიაში ფართომასშტაბიანი კამპანიების წარმოება, ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინონ სენაკის მუნიციპალიტეტი;

ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა  და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,  დამოუკიდებელი ექსპერტები;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფებამოსილებები.“.

6. დადგენილებით დადმტკიცებული 124-  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 124. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭოს შემადგენლობა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობა განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია