აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33-IIს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 29/05/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი
33-IIს
29/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

2026 წლის ბიუჯეტის  პროექტის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 138-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026  წლის ბიუჯეტის პროექტი.

2. უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვროს 10 113 570  ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) ხარჯები 8 770 570 ლარი:

ა.ა) შრომის ანაზღაურება 5 978 532  ლარი;

ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა 1 343 000  ლარი.

3. უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 117 საშტატო ერთეულით.

4. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

5.  დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                               დავით გაბაიძე

 

ბათუმი,

2025 წლის 29 მაისი

№33-IIს