„წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016565
45
30/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010250050.35.154.016565
„წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2025 წლის 30 მაისი

დაბა თიანეთი

 

,,წარჩინებული სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.    
„წარჩინებული სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №31 დადგენილებაში  (ვებგვერდი 12/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უმაღლესი განათლების  სამივე საფეხურის   სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე  მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ სასწავლო კურსში შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა);

ე)  დოქტორანტი, რომელმაც საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის უწყვეტად დასრულებისთანავე დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ჯილდო არ მიეცემა დამატებით სემესტრზე მყოფ სტუდენტს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბაკალავრიატის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ   სასწავლო კურსში  შეფასდა „ფრიადით“ (91 – 100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მაგისტრატურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ   სასწავლო კურსში  შეფასდა „ფრიადით“ (91–100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დოქტორანტურის სტუდენტი, რომლის სწავლის შედეგის მიღწევის დონე მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ   სასწავლო კურსში  შეფასდა „ფრიადით“ (91–100 ქულა), დაჯილდოვდება 500 ლარით.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში თითოეულ  სასწავლო კურსში სწავლის შედეგის  მიღწევის  დონის „ფრიადით“ (91 – 100 ქულა) შეფასებისას – 1 აპრილამდე (შემოდგომის სემესტრი) და 1 სექტემბრამდე (გაზაფხულის სემესტრი), ხოლო  დოქტორანტურაში ჩარიცხვისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან ორი თვის ვადაში, განმცხადებელმა მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა (დედანი) უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის მითითებით;

დ) ცნობა (დედანი) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;

ე) მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში სტუდენტის მიერ თითოეულ სასწავლო კურსში სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საბანკო რეკვიზიტები.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცნობა (დედანი) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სემესტრის მითითებით.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მგზავრობის ხარჯი არ აუნაღაურდება დამატებით სემესტრზე მყოფ სტუდენტს.“.


მუხლი 2.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი