დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.152.016549 |
|
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ცვლილება იქნეს შეტანილი „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 დადგენილების ((matsne.gov.ge, 03/12/2021.ს/კ 010250040.35.152.016427) №1 დანართით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში, კერძოდ:
1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება“. 2.მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (უხუცესი მოადგილე) მიერ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. ასევე, კურირებს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივი დარბაზის საქმიანობასთან და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალურ საბჭოს“. 3.VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო” . 4.35-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო”. 5. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალურ საბჭოს”. 6. 35-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს დადგენილებით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით“. 7. 83-ე მუხლის მე- 4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები